საქართველოს კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“ ბევრად უფრო რბილია, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, საფრანგეთსა და პოლონეთში, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„საქართველოში ამ დემონსტრაციებმა ალომე ზურაბიშვილი სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად აქციეს, თუმცა კანონი ძალიან რბილია. და თავად აშშ-ში, საფრანგეთში, პოლონეთში, ბევრ სხვა ქვეყანაში არის კანონები ჯარიმებით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით, თუ ფულს იღებთ და ამაზე არ საუბრობთ და ამ ფულით რამეს აშავებთ“, - თქვა მან.
ლავროვმა აღნიშნა, რომ ქართული კანონპროექტი მხოლოდ თანხების დეკლარაციის აუცილებლობას მოითხოვს, თუ ორგანიზაცია დაფინანსების 20%-ზე მეტს მიიღებს საზღვარგარეთიდან.