უკრაინის დაზვერვის სამმართველოს ინფორმაციით, რუსული ბომბდამშენი Ту-22М3, რომელიც 19 აპრილის ღამეს უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმებს ახორციელებდა დაზვერვისა და საჰაერო ძალების ერთობლივი სპეცოპერაციის შედეგად ჩამოაგდეს.
დაზვერვაში აცხადებენ, რომ მტრის თვითმფრინავი უკრაინიდან 300 კმ-ის დაშორებით ჩამოაგდეს.
ბომბის მოხვედრის შემდეგ ბომბდამშენები სტავროპოლის რაიონში ჩავარდა და აფეთქდა.
„ჩვენ აღვნიშნავთ, რომ ეს არის სტრატეგიული ბომბდამშენის პირველი წარმატებული განადგურება ჰაერში საბრძოლო მისიის დროს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დროს.
უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი ყოველი სამხედრო დანაშაულისთვის იქნება სამართლიანი შურისძიება“, - ნათქვამია სამმართველოს განცხადებაში.