ირანში აცხადებენ, რომ რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ირანის ხელისუფლება უარყოფს ცნობებს ქვეყანაში ისრაელის სარაკეტო თავდასხმის შესახებ. მანამდე ირანული მედია იუწყებოდა აფეთქებების შესახებ, ქალაქ ისპაჰანის მიდამოში, ცენტრალურ ირანში და საჰაერო თავდაცვის მუშაობას სხვადასხვა რეგიონში.
19 აპრილს დილით, ირანული სააგენტო FARS-ი იუწყებოდა, რომ სამი აფეთქება მოხდა ქალაქ ისპაჰანის საერთაშორისო აეროპორტის რაიონში.
ამ რაიონში მდებარეობს ირანის სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზაც. ამერიკული ტელეკომპანიების, CBS-ის და ABC-ს ცნობით, ისრაელმა ირანზე სარაკეტო იერიში მიიტანა.
ისრაელის არმია ოფიციალურ კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.
ისპაჰანის პროვინციაში მდებარეობს ირანის ზოგიერთი ბირთვული ობიექტიც. სახელმწიფო მედია იტყობინება, რომ მტრის თვითმფრინავი არ შესულა ირანის საჰაერო სივრცეში დაბირთვული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე ინციდენტები არ ყოფილა.
ტელეკომპანია CNN-ს ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომ 18 აპრილს, ისრაელმა შეერთებულ შტატებს შეატყობინა, რომ უახლოეს დღეებში ირანის წინააღმდეგ საპასუხო ზომებს მიმართავს. წყაროს თანახმად, აშშ ამას მხარს არ უჭერდა.