უკრაინული მედიის ცნობით, გასულ ღამეს უკრაინის ქალაქ დნიპროში რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა საცხოვრებელი კორპუსზე.
ხუთსართულიანი შენობა ნაწილობრივ დაინგრა და ხანძარი გაჩნდა. დაშავდა ცხრა ადამიანი. სინელნიკოვსკის რაიონში დაიღუპა ერთი ადამიანი.
დნიპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერჰიი ლისაკის განცხადებით, დაზიანდა ინსფრასრუქტურის ობიექტი.
„ჩვენ ომში ვართ ურჩხულებთან, რომლებსაც ადამიანური არაფერი გააჩნიათ. მუდმივად იფიქრეთ ამაზე," - წერს ლისაკი.