შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა ირანის წინააღმდეგ ისრაელზე მასშტაბური თავდასხმის საპასუხოდ სანქციები დააწესა.
აშშ-ს სანქციები შეეხება 16 ფიზიკურ და ორ იურიუდიულ პირს, რომლებიც დაკავშირებულები არიან ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან და დრონების წარმოებასთან, რომლებიც თეირანმა 13 აპრილს ისრაელზე შეტევის დროს გამოიყენა.
აშშ-ს სანქცირებულთა სიაში მოხვდა ხუთი კომპანია, რომლებიც ირანს ფოლადის წარმოებისთვის კომპონენტებს აწვდის და ირანის ავტომწარმოებლის სამი შვილობილი კომპანია, რომლებიც თანამშრომლობენ ისლამური რესპუბლიკის გუშაგთა კორპუსთან.
გარდა ამისა, აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტი ახორციელებს ექსპორტის დამატებით კონტროლს, რომელიც შექმნილია ირანის წვდომის შეზღუდვის მიზნით მიკროელექტრონიკაზე, რომელსაც ის იყენებს იარაღის წარმოებაში.
გაერთიანებული სამეფოს სანქციები მოიცავს რამდენიმე ირანულ სამხედრო ორგანიზაციას, ფიზიკურ პირს და სუბიექტს, რომლებიც მონაწილეობენ ირანის უპილოტო საფრენი აპარატების და ბალისტიკური რაკეტების ინდუსტრიაში.