აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მდივანმა, ჯანეტ იელენმა ხაზი გაუსვა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მტკიცე გადაწყვეტილებას დაეხმაროს უკრაინას ფინანსური და სამხედრო თვალსაზრისით.
ამის შესახებ იელენმა უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიჰალთან და ფინანსთა მინისტრ სერჰიი მარჩენკოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
შეხვედრა უკრაინის შესახებ კონფერენციის შემდეგ შედგა, რომელიც გაიმართა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში.
მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილეს საერთო პრიორიტეტები კიევის ოფიციალურ პირებთან, მათ შორის უკრაინის გლობალური ფინანსური მხარდაჭერის, უკრაინაში რეფორმების პროგრესისა დ აგრესიული ომისთვის რეპარაციების გადახდაზე რუსეთისთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ.
„აშშ-ის საბიუჯეტო მხარდაჭერა ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, რადგან ის განუყოფლად არის დაკავშირებული უკრაინის წარმატებასთან ბრძოლის ველზე და მთავრობის უნართან, მიაწოდოს აუცილებელი მომსახურება თავის ხალხს“, - თქვა ილენმა.
იელენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა და მისმა მოკავშირეებმა მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიეს უკრაინას 2022 წლის თებერვალში რუსეთის შეჭრის შემდეგ. ამასთან, დაწესდა კონტროლი და გაიცა გარანტიები, რომ თანხა გამოყენებული იქნება დანიშნულებისამებრ.
იელენის თქმით, ამერიკის მოწინააღმდეგეები მთელს მსოფლიოში აკვირდებიან, რჩება თუ არა შეერთებული შტატები უკრაინის მხარდაჭერის ერთგული.
ილენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები ფრთხილად უნდა იყვნენ, რათა რუსეთმა არ შეიძინოს რესურსი, რომელიც მას ომის გასაგრძელებლად სჭირდება.
მისი თქმით, კოალიცია გააგრძელებს სანქციების გზით რუსეთისთვის ზარალის მიყენებას და პარალელურად შეეცდება ჩაახშოს ქსელების მუშაობა, რომლებიც შექმნილია სანქციების გვერდის ავლით რუსეთში პროდუქციის მისაწოდებლად.