შეერთებულმა შტატებმა გააფრთხილა ჩინეთი, უკრაინის ომში რუსეთის დახმარებისგან და განაცხადა, რომ მზად არის გადადგას შემდგომი ნაბიჯები საჭიროების შემთხვევაში.
”ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა მხარს უჭერს რუსეთის სამხედრო ძალისხმევას, ეხმარება მას თავდაცვის წარმოების გაფართოებაში. კერძოდ, ჩინეთი რუსეთს აწვდის მნიშვნელოვანი რაოდენობის დანადგარებს, მიკროელექტრონიკას, ოპტიკას, უპილოტო საფრენ აპარატებს, ფრთოსან რაკეტების წარმოებისთვის ტექნოლოგიებს, ასევე ნიტროცელულოზას, რომელსაც რუსეთი იყენებს იარაღის საწვავის წარმოებისთვის,” - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემვედანტ პატელმა.
პატელის თქმით, შეერთებული შტატებში ფიქრობენ, რომ ეს მასალები ავსებს კრიტიკულ ხარვეზებს რუსეთის თავდაცვის წარმოების ციკლში და ხელს უწყობს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის აღორძინებას.
„ჩინეთი აქტიურად უწყობს ხელს რუსეთის ომს უკრაინაში და ეს მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოებას. ჩვენ დავაწესეთ სანქციები შესაბამისი კომპანიების წინააღმდეგ ჩინეთში და მზად ვართ გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები საჭიროების შემთხვევაში“, - განაცხადა პატელმა.