აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კონგრესს მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე დაამტკიცოს უკრაინისა და ისრაელის დახმარების პაკეტი.
როგორც ბაიდენის განცხადებაშია აღნიშნული, ის კვლავ მხარს უჭერს უკრაინისა და ისრაელისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარების გადაცემას.
„ისრაელი ირანის მხრიდან უპრეცედენტო თავდასხმების წინაშე დგას, უკრაინა კი რუსეთის მხრიდან მუდმივი დაბომბვის ქვეშაა, რომელიც დრამატულად გაიზარდა ბოლო ერთი თვის განმავლობაში.
ამ კვირაში პალატამ უნდა მიიღოს პაკეტი და სენატიც სწრაფად უნდა მიჰყვეს მას. ამ კანონპროექტს სასწრაფოდ მოვაწერ ხელს, რათა გზავნილი გავუგზავნო მსოფლიოს: ჩვენ მეგობრებთან ერთად ვდგავართ და არ მივცემთ უფლებას ირანსა და რუსეთს წარმატებას მიაღწიონ“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.