ევროკავშირის ლიდერები ირანის წინააღმდეგ სანქციებს გააძლიერებენ. აღმიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც თეირანმა რაკეტებითა და დრონებით ისრაელზე შეტევა განახორციელა .
ბრიუსელის სამიტი არის ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერების პირველი შეხვედრა 13 აპრილს ისრაელზე ირანის თავდასხმის და ექვს თვეზე მეტი ხნის შემდეგ, რაც ისრაელმა დაიწყო ომი ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰამასის წინააღმდეგ.
ისრაელმა მათლად აჩვენა, რომ საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს, თუმცა ეს ნაბიჯები არ დაუკონკრეტებია. ევროკავშირის ლიდერებმა დაგმეს ირანის თავდასხმა, დაადასტურეს თავიანთი ერთგულება ისრაელის უსაფრთხოების მიმართ და მოუწოდეს ყველა მხარეს, თავიდან აიცილონ დაძაბულობის ესკალაცია, მათ შორის ლიბანში.
„ევროკავშირი მიიღებს შემდგომ შემაკავებელ ზომებს ირანის წინააღმდეგ, განსაკუთრებით უპილოტო საფრენ აპარატებთან და რაკეტებთან დაკავშირებით“, - ნათქვამია ევროკავშირის ლიდერების ერთობლივ განცხადებაში.