უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვზე რუსი ოკუპანტების იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა, დაშავებულია კიდევ 60 ადამიანი.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ორი ადამაინი კლინიკაში გარდაიცვალა. 60 დაშავებულთა შორის კი სამი ბავშვია.
რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
17 აპრილს, გამთენიისას რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ჩერნიგოვზე სამი სარაკტო იერიში მიიტანეს, დაინგრა რვასართულიანი შენობა.