შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ არსოშვილმა ტაშისკარისა და სურამის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლები მოინახულა. გუბერნატორმა ხაშურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ბავშვთა სახლებს გაზქურა და ტელევიზორი, აღსაზრდელებს კი სხვადასხვა სახის ტკბილეული და სათამაშოები გადასცა.
გუბერნატორმა პატარები ახალი წლის ღამეს გორში დაპატიჟა 2011 წლის ერთად შესახვედრად.
სურამის და ტაშისკარის ბავშვთა სახლებს, რომლებიც ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა, ადგილობრივი ხელისუფლება პერიოდულად სხვადასხვა სახის დახმარებას უწევს. ბავშვთა სახლებში 51 (სურამში - 32, ტაშისკარში - 19 ) სასკოლო ასაკის მზრუნველობამოკლებული და სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილი ცხოვრობს.