უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ძალების მიერ უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვზე იერიშის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია კიდევ 20 ადამიანი.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის იგორ კლიმენკოს ინფორმაციით, ნანგრევების ქვეშ ხალხია მოყოლილი, დაკარგულია სამი ადამიანი.
ქალაქში დაზიანებულია შენობები, ავტომობილები, საქალაქო ინფრასტრუქტურა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ეს არ მოხდებოდა, უკრაინას საკმარისი საჰაერო თავდაცვის სისტემები რომ მიეღო და მსოფლიო მასშტაბით რუსული ტერორის წინააღმდეგ ბრძოლა უფრო მტკიცე ყოფილიყო.
„სიმტკიცეს აქვს მნიშვნელობა. მხარდაჭერას აქვს მნიშვნელობა უკრაინას საკმარისი სიმტკიცე გააჩნია. საჭიროა საკმარისი სიმტკიცისა და მხადაჭერის გამოჩენა პარტნიორების მხრიდან“, - განაცხადა ზელენსკიმ.