2011 წელს კინომოყვარულები მოუთმენლად ჰარი პოტერზე შექმნილ ბოლო ფილმს ("Harry Potter and the Deathly Hallows Part 2") ელიან. ასეთია ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინტერნეტრესურსის Fandango -ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები, რომელიც ბილეთების წინასწარ გაყიდვას აწარმოებს.
ჰარი პოტერზე გადაღებული ბოლო, მერვე ფილმს თანაბრად ელოდებიან როგორც გამოკითხული მამაკაცები, ასევე საიტის ქალთა აუდიტორია.
ფილმის პრემიერა 2011 წლის ივლისში იგეგმება.
მეორე ადგილზე გამოკითხულ მამაკაცებს შორის გავიდა კომედია "ბიჭების ფართი ვეგასში 2" (The Hangover: Part II), ხოლო ქალებმა უპირატესობა "ბინდი" - "განთიადი ნაწილი პირველი" მიანიჭეს. "განთიადის" პირველი ნაწილი ეკრანებზე 2011 წლის ნოემბერზე გამოვა, ხოლო კინოსერიალის ბოლო ნაწილს მაყურებელი 2012 წელს იხილავს.