რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის დროს დაშავებული ყველა მოქალაქე, რომლებიც კავკასიის მედიცინის ცენტრში იყვნენ გადაყვანილი, კლინიკიდან უკვე გაწერეს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხი კლინიკაზე დაყრდნობით იუწყება.
მათივე ცნობით, კიდევ ორი დაშავებული, კვლავ სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება, ისინი ნევროლოგიურ განყოფილებაში რჩებიან. მათი მდგომარეობა სტაბილურია.