ოჯახი 29 წლის მასწავლებელს, თორნიკე მარუაშვილს ეძებს. ის გუშინ პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა.
ჟურნალისტს მარიამ ნიკურაძის გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ აქციის დაშლის დროს მას ერთ-ერთი სპეცრაზმელი ფიზიკურად უსწორდება.
ამასთან, ჟურნალისტი თეა ადეიშვილი წერს, რომ მომხდარის შემდეგ ახალგაზრდის ადგილსამყოფელი უცნობია.