„სირცხვილიას“ აქტივისტების ცნობით, მოძრაობის წევრი მარიამ დოლიძე პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაშავდა.
მათი ცნობით, დოლიძეს აქვს იდაყვის მოტეხილობა და სჭირდება ოპერაცია, რომელიც ხვალ გაუკეთდება.
„მარიამ დოლიძეს აქვს იდაყვის მოტეხილობა. დილით გავუკეთებთ ოპერაციასო. ფეხზე აქვს დაჟეჟილობა. გადაუარეს სპეცრაზმელებმა. ვართ საავადმყოფოში. ტელეფონი დაკარგა და ვერ გპასუხობთ“, – წერს მარიამ გეგუჩაძე.