საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
„საფრანგეთმა გადაწყვიტა, გაიწვიოს თავისი ელჩი აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის აზერბაიჯანის მხრიდან ბოლო თვეების განმავლობაში ცალმხრივი ქმედებების გამო, რაც აზიანებს ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკვე შეხვდა ელჩს. საფრანგეთის ლიდერმა სინანული გამოხატა ბაქოს ქმედებებთან დაკავშირებით და მოუწოდა აზერბაიჯანის ხელისუფლებას „განამარტონ თავიანთი განზრახვები“.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარიზი მხარს უჭერს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას და საერთაშორისო სამართლის გათვალისწინებით პატივს სცემს ორივე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობას.