ერაყის პრემიერ-მინისტრი მუჰამედ ალ-სუდანი ამტკიცებს, რომ ისრაელზე ირანის თავდსახმის დროს ერაყიდან რაკეტები და დრონები არ გაუშვიათ.
„სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, რომლებიც ჩვენ მივიღეთ, არ არის დადასტურებული, რომ რაკეტები ან დრონები ერაყიდან იყო გაშვებულიყო“, - განაცხადა მან CNN-ის ეთერში.
როგორც ალ-სუდანმა აღნიშნა, ერაყი არ დაუშვებს არასახელისუფლო ჯგუფებმა „ ქვეყანა კონფლიქტში ჩაითრიონ “.
მანამდე ისრაელის არმიის გენერალური შტაბის უფროსმა ჰერცი ჰალევიმ განაცხადა, რომ ისრაელის მიმართულებით რაკეტები და დრონები ირანიდან, ასევე ერაყიდან, იემენიდან და ლიბანიდან გაუშვეს.
13 აპრილს, ირანმა ისრაელის წინააღმდეგ ათეულობით უპილოტო საფრენი აპარატი, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები გაუშვა. ისრაელმა, აშშ-ისა და იორდანიის დახმარებით, ირანის თავდასხმის 99% გაანეიტრალა.