გასულ ღამეს ანექსირებული ყირიმის ქალაქ ჯანკოიში სამხედრო აეროდრომზე აფეთქებები მოხდა.
ამის შესახებ უკრაინული მედია გამოცემა Astra-სა და ადგილობრივი ტელეგრამ-არხებზე დაყრდნობით იუწყება.
ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, აფეთქებების ხმა საჰაერო თავდასხმის გაფრთხილებამდე გაისმა.
აფეთქებების შემდეგ სამხედრო აეროდრომზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.