პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სპეცრაზმელებმა „პუბლიკის“ ჟურნალისტს ალექსანდრე ქეშელაშვილს სცემეს.
„პუბლიკის“ ცნობით, ალექსანდრე ქეშელაშვილი ადგილზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და იღებდა, როგორ აკავებდნენ სპეცრაზმელები მოქალაქეებს.
მისი ცნობით, სამართალდამცველებმა მას წაართვეს ტელეფონიც, თუმცა შემდეგ უკან დაუბრუნეს.
ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე დაძაბული ვითარებაა. სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს აკავებენ.