ლატვიის მთავრობის გადაწყვეტილებით „დრონების კოალიციის“ ფარგლებში უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატების პირველი პარტია გადაეცემა.
ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ევიკა სილინიამ განაცხადა.
თუ ლატვია ადრე აგზავნიდა დრონებს საზოგადოებრივი შემოწირულობების მეშვეობით, დღევანდელი მთავრობის გადაწყვეტილებით პირველი მსხვილი პარტია გაიგზავნება.
თავდაცვის მინისტრმა ანდრის სპრუდსმა აღნიშნა, რომ ეს არის ლატვიის პირველი მნიშვნელოვანი წვლილი ამ კოალიციაში.
მინისტრის თქმით, დრონების კოალიცია უკრაინის მხარდასაჭერად აქტიურდება. მისივე თქმით, უკრაინას მაღალი ხარისხის დრონები გადაეცემა.