უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის საჰაერო ძალებისა და თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა გასულ ღამეს მტრის მიერ გაშვებული ცხრავე დრონი გაანადგურეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინას ანექსირებული ყირიმიდან შეუტია.
უკრაინელმა სამხედროებმა „შაჰედის“ ტიპის დრონები ხერსონის, ხმელნიცკის, პოლტავის, ჩერკასკისა დნიპროპეტროვსკის ოლქების ტერიტორიაზე გაანადგურეს.