საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა და კახეთის გუბერნატორმა გიორგი ღვინიაშვილმა დუისში და ახმეტაში პოლიციის ახალი, გამჭვირვალე შენობები გახსნეს.
ვანო მერაბიშვილმა პოლიციელებს დამდეგი შობა ახალი წელი მიულოცა და განაცხადა, რომ პოლიციის გამჭვირვალე შენობების მშენებლობა მომავალ წელსაც გაგრძელდება.
როგორც რადიო "ჰერეთი" იუწყება, კახეთში მიმდინარე წლის სექტემბერში პოლიციის ახალი შენობები გაიხსნა იორმუღანლოში, კაჭრეთში, წნორში, ნაფარეულსა და არხილოსკალოში.