სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო.
ცნობილია, რომ დაკავებულია სულ მცირე 1 ადამიანი. რა მიზეზით დააკავეს აღნიშნული პირი, ამ დროისთვის უცნობია. შსს-ს განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.
რუსთაველის გამზირზე ვითარება დაძაბულია, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, სპეცრაზმი უკვე გამოიყვანეს.
სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებენ და აფრთხილებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში წყლის ჭავლს გამოიყენებენ.
აქციაზე, 9 აპრილის ქუჩის მხარეს, ისმის წყლის ჭავლის მანქანის სირენების ხმა და მობილიზებულია სპეციალური დანიშნულების რაზმი.
პოლიცია აქციის მონაწილეებს პარლამენტისთვის წრის შემორტყმის საშუალებას არ აძლევს.