რუსთაველის გამზირზე ვითარება დაძაბულია, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, სპეცრაზმი უკვე გამოიყვანეს.
სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებენ და აფრთხილებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში წყლის ჭავლს გამოიყენებენ.
აქციაზე, 9 აპრილის ქუჩის მხარეს, ისმის წყლის ჭავლის მანქანის სირენების ხმა და მობილიზებულია სპეციალური დანიშნულების რაზმი.
პოლიცია აქციის მონაწილეებს პარლამენტისთვის წრის შემორტყმის საშუალებას არ აძლევს.