2010 წლის ქალად ამერიკელი მხასიობი სანდრა ბალოკი დაასახელეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით გამოკითხვა ჟურნალმა "People" ჩაატარა. გამოკითხულთა უმრავლესობამ სანდრა ბალოკი ყველაზე საინტერესო,ამავდროულად, წლის ქალად დაასახელა.
წელს ჰოლივუდის მსახიობმა "ოსკარი" ქალის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში "უხილავი მხარე" მიიღო.
2010 წელს მარტო ბალოკმა 56 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და "Forbes"-ის გამოკითხვაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალის სიის პირველი ნომერი გახდა.