პარლამენტის მიმდებდარედ პოლიციის კორდონის უკან, წყლისჭავლის მანქანაა მობილიზებული.
აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობას მშვიდობიანი მსვლელობით წრეს შემორტყმის შესაძლებლობას არ აძლევენ. აღნიშნულისკენ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მოუწოდა.
ცრა აპრილის ქუჩაზე განლაგებულია სპეციალური დანიშნულების რაზმიც.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ - „საქართველო“, „არა რუსულ კანონს“, „მონებო, რუსებო“.
სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს მსვლელობის უფლებას არ აძლევენ.