რუსეთის საოკუპაციო ძალები ხარკოვის ოლქის სოფელ ლუკიანკას მართვადი ავიაბომბით თავს დესხნენ. რუსული ჭურვი სასწავლო დაწესებულებას მოხვდა, დაიღუპა ორი ადამიანი, რამდენიმე დაშავდა.
ინფორმაციას ხარკოვის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეჰ სინეგუბოვი ავრცელებს.
მისივე თქმით, დაშავებულთა რაოდენობა დგინდება. ყველა მათგანი სამოქალაქო პირია.