ირანის თავდასხმის მოგერიებისას ისრაელის წარმატება ხაზს უსვამს უკრაინის დაუცველობას რუსული თავდასხმების წინაშე. ამის შესახებ ნათქვამია ამერიკის ომის შემსაწვლელი ინსტიტუტის (ISW) უახლეს ანგარიშში.
ირანის დარტყმები ისრაელის წინააღმდეგ, უკრაინაზე ბოლო თავდასხმების მსგავსი იყო, რომელსაც რუსული ძალები რეგულარულად ახორციელებენ ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების გამოყენებით.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ირანის დარტყმები ნაკლებად წარმატებული იყო, ვიდრე რუსეთის ბოლო თავდასხმები უკრაინაზე, ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თითქმის ყველა - დაახლოებით 320 საჰაერო სამიზნე გაანადგურეს, რამდენიმე ბალისტიკური რაკეტის გარდა.
ირანულ უპილოტო თვითმფრინავებსა და რაკეტებს ერაყში, სირიასა და იორდანიაში ათას კილომეტრზე მეტი საჰაერო სივრცის გადაკვეთა მოუწიათ, რამაც ისრაელს და მის მოკავშირეებს რამდენიმე საათი მისცა სამიზნეების იდენტიფიცირებისთვის, თვალყურის დევნებისა და ჩაჭრისთვის.
რუსული ჯარები უპილოტო თვითმფრინავებსა და რაკეტებს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან და რუსეთის ტერიტორიიდან უშვებენ, რაც უკრაინის საჰაერო თავდაცვას მხოლოდ იმ დროის მცირე ნაწილს ანიჭებს, რაც ისრაელმა დარტყმის წარმატებით მოსაგერიებლად გამოიყენა.
ისრაელს ასევე აქვს ძლიერი საჰაერო თავდაცვის სისტემა, მაშინ როცა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის შესაძლებლობები ფართო ფრონტზე თავდასხმებისგან თავის დასაცავად კვლავ მცირეა.
ISW-ის ექსპერტების თანახმად, უკრაინას არ აქვს საჰაერო ჩაჭრის შესაძლებლობა როგორც ამას აკეთებდნენ ისრაელი და მისი მოკავშირეები, ასევე უკრაინის დიდი ტერიტორია ართულებს მჭიდრო საჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნის ამოცანას, განსაკუთრებით შეერთებული შტატებიდან სამხედრო დახმარების მიწოდების შეფერხების ფონზე.