აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ შაბათ-კვირას აშშ-ის ძალებმა, აშშ-ის ევროპული სარდლობის გამანადგურებლების მხარდაჭერით, გაანადგურეს ირანიდან და იემენიდან ისრაელის მიმართულებით გაშვებული 80-ზე მეტი მოირიშე დრონი და სულ მცირე ექვსი ბალისტიკური რაკეტა.
„ამერიკის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა რჩება ერთგული მხარი დაუჭიროს ისრაელის თავდაცვას ირანის სახიფათო ქმედებებისგან. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს ყველა რეგიონალურ პარტნიორთან რეგიონული უსაფრთხოების გასაძლიერებლად. ირანის უპრეცედენტო, მავნე და უგუნური ქმედება საფრთხეს უქმნის რეგიონულ სტაბილურობას და აშშ-ისა და კოალიციის ძალების უსაფრთხოებას“, - აღნიშნულია აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.