“დიდი შვიდეულის“ლიდერებმა დაგმეს ირანის თავდასხმა ისრაელზე და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ იმხარს უჭერენ და გააგრძელებენ ისრაელის მხარდაჭერას.
ონლაინ რეჟიმში გამართულ საგანგებო სამიტზე მათ ასევე აღნიშნეს, რომ ყველა ღონეს გამოიყენებენ ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის სტაბილიზაციისთვის.
„ჩვენ, G7-ის ლიდერები, ცალსახად და მკაცრად ვგმობთ ირანის პირდაპირ და უპრეცედენტო თავდასხმას ისრაელზე. ირანმა ისრაელის მიმართულებით ასობით დრონი და რაკეტა გაუშვა. ისრაელმა პარტნიორების დახმარებით მოიგერია თავდასხმა. ჩვენ გამოვხატავთ სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ისრაელისა და მისი ხალხის მიმართ და ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას მისი უსაფრთხოებისადმი.
ირანის ქმედებებმა ა ახლო აღმოსავლეთთან დააახლოვა დესტაბილიზაცია, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს უკონტროლო რეგიონული ესკალაცია. ეს არ უნდა იყოს დაშვებული. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას სიტუაციის სტაბილიზაციისა და შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად. ამიტომ, ჩვენ მოვითხოვთ, რომ ირანმა და მისმა მარიონეტებმა შეწყვიტონ თავდასხმები და მზად ვართ მივიღოთ ზომები, როგორც ახლა, ასევე შემდგომი დესტაბილიზაციის ქმედებების საპასუხოდ, თუ ეს მოხდება.
ჩვენ ასევე გავაგრძელებთ თანამშრომლობას ღაზის სექტორში კრიზისის დასასრულებლად, მათ შორის ცეცხლის დაუყოვნებელი და მდგრადი შეწყვეტის და ჰამასის მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლების მიღწევით. ჩვენ მზად ვართ გავზარდოთ ჰუმანიტარული დახმარება პალესტინელებისთვის“, - ნათქვამია „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების განცახდებაში.
ამასთან, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ იმედი გამოთქვა, რომ ისრაელი თავშეკავებას გამოიჩენს ირანის თავდასხმაზე საპასუხოდ.