უკრაინული მედიის ინფორმაციით, დნიპროში და დნიპტროპეტროვსკის ოლქის ლუბიმოვის დასახლებაში უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის მიერ გაშვებული რაკეტა გაანადგურეს.
ჩამოვარდნილი რაკეტის ნამსხვრევების შედეგად 12 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 15 წლის მოზარდი.
დნიპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერჰი ლისაკის განცხადებით, დაზიანდა კერძო სახლები. დნიპროში დაზიანებული 33 საცხოვრებელი სახლი, ასევე 10-მდე ავტომობილი.