Lufthansa-მ ისრაელზე ირანის თავდასხმის გამო ახლო აღმოსავლეთის ქალაქებში ფრენები შეაჩერა. ამის შესახებ Reuters იუწყება.
როგორც იუწყებიან, Lufthansa-მ სულ მცირე 16 აპრილამდე ფრენები შეაჩერა ამანში (იორდანია), ერბილში (ერაყი). თელავივში (ისრაელი)
გარდა ამისა, 18 აპრილამდე შეჩერებულია ფრენები ბეირუთისა (ლიბანი) და თეირანის (ირანი) მიმართულებით
კომპანიამ ასევე აღნიშნა, რომ შეზღუდვების დროს არ გამოიყენებს ირანის საჰაერო სივრცეს.
გასულ ღამეს ირანმა ისრაელის მიმართულებით ასობით დრონი და რაკეტა გაუშვა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, დრონებისა და რაკეტების უმრავლესობა მოიგერიეს. თავდასხმისას დაშავდა, სულ მცირე, ერთი ადამიანი. ამერიკის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის განცხადებით, ისრაელს თავდასხმის მოგერიებაში ამერიკული ძალები დაეხმარნენ.