ანკარას არ სურს რეგიონში ვითარების შემდგომი ესკალაცია ისრაელის წინააღმდეგ ირანის საპასუხო ზომების შემდეგ. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა ირანელ კოლეგასთან ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანთან სატელეფონო საუბარში განაცხადა. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.
თურქმა მინისტრმა მოუწოდა თავიდან აიცილონ ისეთი ნაბიჯები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს დაძაბულობის გაზრდა.
აბდოლაჰიანმა, თავის მხრივ, ჰაქან ფიდანი დაარწმუნა, რომ თეირანი არ აპირებს ახალი ოპერაციის დაწყებას, თუ მასზე თავდასხმა არ მოხდება.
ამავდროულად, ირანელმა დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ ირანი ისევ მოექცევა თავდასხმის ქვეშ, მისი პასუხი კიდევ უფრო ძლიერი იქნება.
გასულ ღამეს ირანმა ისრაელის მიმართულებით ასობით დრონი და რაკეტა გაუშვა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, დრონებისა და რაკეტების უმრავლესობა მოიგერიეს. თავდასხმისას დაშავდა, სულ მცირე, ერთი ადამიანი. ამერიკის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის განცხადებით, ისრაელს თავდასხმის მოგერიებაში ამერიკული ძალები დაეხმარნენ.