დღეს, 19.00 საათზე ლაგოდეხის "კულტურის ცენტრის", "ახალგაზრდობისა და სპორტის სამსახურის" და "მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის" ინიციატივით ქალაქის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო ღონისძიება ღია ცის ქვეშ გაიმართება.
როგორც რადიო "ჰერეთი" იუწყება, მასში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივები.
საახალწლო ღონისძიებები ლაგოდეხში იანვარშიც გაგრძელდება. 3-5 იანვარს კულტურის ცენტრის დარბაზში საბავშვო თეატრი და თოჯინების სახალხო თეატრი ბავშვებისათვის გამართავენ საშობაო ღონისძიებებს. 13 იანვარს 18.00 საათზე ლაგოდეხის №1 საჯარო სკოლის დარბაზში კი საჯარო მოსამსახურეთა პროფკავშირები და კულტურის ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფები, შობის ბრწყინვალე დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გამართავენ.
ღონისძიებები დღეს 19.00 საათზე დაიწყება.