ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს.
„შეგახსენებთ, რომ, ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზის ნომრები: +972 52-6919092; +972 52-7583344; +972 54-7386813;
მშვიდობას ვუსურვებთ ისრაელს და ისრაელის მოსახლეობას“,- აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, ირანმა ისრაელის წინააღმდეგ ათეულობით უპილოტო საფრენი აპარატი, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები გაუშვა. ისრაელმა, აშშ-ისა და იორდანიის დახმარებით, ირანის თავდასხმის 99% გაანეიტრალა.
რეგიონში დაძაბულობა გამწვავდა მას შემდეგ, რაც 1 აპრილს დამასკოში ირანის საკონსულოზე ავიაიერიში განხორციელდა. თავდასხმის შედეგად დაიღუპა ისლამური რევოლუციის გვარდიის შვიდი წევრი, მათ შორის ორი გენერალი. თეირანმა ისრაელს დააკისრა პასუხისმგებლობას თავდასხმაზე, ხოლო ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ისრაელს „დასჯით“ დაემუქრა.