ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) დაადასტურა, რომ ირანის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით ათეულობით უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა.
თავდაცვის ძალების სპიკერის განცხადებით, დრონებს რამდენიმე საათი დასჭირდებათ ისრაელის საჰაერო სივრცემდე მისაღწევად.
მისივე თქმით, ისრაელის საჰაერო ძალები დრონების გადაადგილებას აკვირდება. როგორც სპიკერი აცხადებს, საჰაერო თავდასხმის სირენები ჩაირთვება, როგორც კი უპილოტო საფრენი აპარატები ისრაელის საჰაერო სივრცეში შევლენ.
მან ასევე აღნიშნა, რომ კონტრზომების ფარგლებში ისრაელში GPS სისტემა გაითიშება. მისივე თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალები უმოკლეს დროში შეეცდება საფრთხის განეიტრალებას.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი მზად არის ირანიდან პირდაპირი თავდასხმისთვის და ამ თავდასხმას უპასუხებს.
ფოტოზე: ირანული უპილოტო საფრენი აპარატი. გადაღებულია 2022 წლის სექტემბერში.