ავსტრალიის ქალაქ სიდნეის სავაჭრო ცენტრ Westfield-ში დანით შეირაღებული პირი მოქალაქეებს თავს დაესხა.
თავდასხმის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 5 ადამიანი, 8 ადამიანი სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ შორის 9 თვის ჩვილი.
ტელეკომპანია ABC-ის ინფორმაციით, სავარაუდოდ, თავდამსხმაში ორი ადამიანი მონაწილეობდა, ერთს პოლიციამ ესროლა, მეორეს ეძებენ.
თავდამსხმელთა მოქმედების მოტივი უცნობია, ავსტრალიის სამართალდამცავი ორგანოები ამოწმებენ მათ შესაძლო კავშირებს რადიკალ ისლამისტებთან.