იტალიელი დიზაინერი რობერტო კავალი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. მედიის ინფორმაციით, რობერტო კავალი ფლორენციაში, თავის სახლში გარდაიცვალა.
რობერტო კავალი 1940 წელს ხელოვანების ოჯახში დაიბადა. მამამისი ნაცისტებმა დახვრიტეს, რის გამოც ის 18 წლამდე არ ლაპარაკობდა.
მოდის სამყაროში კავალი ცნობილი გახდა თავისი არატრივიალური, ნათელი სტილით.
რობერტო კავალიმ საკუთარი მოდის სახლი 1970-იან წლებში დააარსა და მოდის ინდუსტრიაში თავი დაიმკვიდრა ინოვაციური, ცხოველის ტყავის პრინტებითა და ტყავისა და ჯინსის მასალის გამოყენებით. რობერტო კავალიმ პირველი კოლექცია 1970 წელს პარიზში წარადგინა.
რობერტო კავალის ქნება 400 მილიონ ფუნტს შეადგენს.