თეთრი სახლი ირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმის საფრთხეს სრულიად შესაძლებლად მიიჩნევს. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
„ირანის მხრიდან პოტენციალურ საფრთხეს ჯერ კიდევ როგორც რეალისტურს, ისე ვაფასებთ, რომელსაც ახდენა შეუძლია. ამას ძალიან, ძალიან ახლოდან ვაკვირდებით,” - განაცხადა კირბიმ.
კირბის თქმით, აშშ-ის ოფიციალური პირები აღნიშნულ საკითხზე „მუდმივ კომუნიკაციაში” იმყოფებიან ისრაელელ კოლეგებთან და გარკვეული ნაბიჯები იდგმება, რათა ისრაელმა თავის დაცვა შეძლოს.
კირბიმ თქვა, რომ აღნიშნული მოვლენების ფონზე აშშ-ის ხელმძღვანელობას რეგიონში ამერიკელი სამხედროების განლაგებაში გარკვეული ცვლილებების შეტანა მოუწია.
„რა თქმა უნდა, მე ვერ უარვყოფ, რომ ვითარება გავაანალიზეთ და კორექტივები შევიტანეთ. მაგრამ ზომების უშუალო დეტალებში ვერ შევალ,” - განაცხადა კირბიმ.