დამოუკიდებელი ფაქტების გადამმოწმებლები განსაზღვრავენ თუ რა მასალას შეაფასებენ, მსგავსი ბრალდებები არის ტყუილი და სახიფათო - Meta-ს სპიკერი
დამოუკიდებელი ფაქტების გადამმოწმებლები განსაზღვრავენ თუ რა მასალას შეაფასებენ, მსგავსი ბრალდებები არის ტყუილი და სახიფათო, - ამის შესახებ ნათქვამია Meta-ს სპიკერის განცხადებაში.
Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამის შესახებ გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს
“საქართველოში და მსოფლიოს გარშემო, Meta თანამშრომლობს დამოუკიდებელ ფაქტების გადამმოწმებლებთან, რომლებიც სერტიფიცირებულნი არიან მიუკერძოებელი გაერთიანებების, ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელის & ფაქტების გადამოწმების ევროპული სტანდარტების ქსელის მიერ. დამოუკიდებელი ფაქტების გადამმოწმებლები, და არა Meta-ს თანამშრომლები, განსაზღვრავენ თუ რა მასალას შეაფასებენ. მსგავსი ბრალდებები არის ტყუილი და სახიფათო” - ვკითხულობთ Meta-ს სპიკერის განცხადებაში.
შეგახსენებთ, მმართველი პარტიის მიერ გავრცელებული „ფეისბუქში“ ბანერები გამჭვირვალობის კანონპროექტის შესახებ კომპანია Meta-მ ცრუ ინფორმაციად მონიშნა, რის შემდეგაც „ქართულმა ოცნებმ“ Meta-ს კონტრაქტორი "ფაქტ-მეტრი", რომელიც ამ საკითხების გამოვლენაზე მუშაობს არაერთხელ დაადანაშულა.