გამოძიების ფედერალური ბიურო(FBI) შეშფოთებულია, რომ შეერთებულ შტატებს შესაძლოა დაემუქროს კოორდინირებული ტერორისტული თავდასხმა, როგორიც გასულ თვეს მოსკოვის მახლობლად მდებარე „კროკუს სიო ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში მოხდა. იუწყება Reuters
ამის შესახებ ნათქვამია FBI-ს დირექტორის კრისტოფერ რეის განცხადებაში რომელიც პალატის ასიგნებების კომიტეტში გამართულ მოსმენაზე გააკეთა.
„მიჭირს წარმოვიდგინო – სამართალდამცავ ორგანოებში მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში – დრო, როდესაც ამდენი საფრთხე საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის ერთდროულად წარმოქმნილა, მაგრამ ახლა ეს ზუსტად ასეა,” - თქვა რეიმ.
შეგახსენებთ, 22 მარტს მოსკოვთან მდებარე საკონცერტო დარბაზზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე 144 ადამიანი დაიღუპა, ეს იყობოლო 20 წლის განმავლობაში რუსეთში მომხდარი ყველაზე სისხლიანი ტერაქტზე.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.