სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს უკრაინის მისწრაფებას, რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ევროკავშირის წევრი.
ამის შესახებ რობერტ ფიცომ სლოვაკეთში უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიჰალთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ფიცომ განაცხადა, რომ სლოვაკეთი მხარს უჭერს უკრაინის ამბიციებს გახდეს ევროკავშირის წევრი. "ეს არ არის სპეკულაცია. ეს არის აბსოლუტური სრული მხარდაჭერა", - თქვა მან.
"ჩვენ არ ვართ ქვეყანა, რომელიც შეგიქმნით დაბრკოლებებს თქვენს გზაზე (ევროკავშირისკენ), პირიქით, გვინდა დაგეხმაროთ, გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება გაწევრიანების მოლაპარაკებებთან დაკავშირებით", - დასძინა ფიცომ.
მისივე თქმით, სლოვაკეთს სურს უკრაინა სწრაფად გახდეს ევროკავშირის წევრი, რადგან „ეს არის ქვეყნის პერსპექტივის, ქვეყნის განვითარებისა და მშვიდობიანი განვითარების გარანტია“.