უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის არმიამ ოდესის ოლქზე „ისკანდერ-მ“-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტით იერიში მიიტანა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 10 წლის გოგონა.
ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეჰ კიპერის განცხადებით, დაშავდა კიდევ შვიდი ადამიანი, ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
ამასთან, ოდესის რაიონში დაზიანდა ინფრასტრუქტურა და სატვირთო მანქანები.
ამავდროულად, უკრაინის სამხრეთ ძალების განცხადებით, დარტყმა განხორციელდა ბენზინგასამართ სადგურზე.