რუსეთის ქალაქ ჩიტაში, მე-10 კლასის მოსწავლეს, ლუბოვ ლიზუნოვას, რომელმაც გრაფიტი „სიკვდილი რეჟიმს“ შექმნა, დააპატიმრეს. ამის შესახებ გამოცემა "ოვდ-ინფო“ საქმის მეორე ფიგურანტ, ომსკელ სტუდენტ, ალექსანდრ სნეჟკოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამომძიებლები ლიზუნოვასა და სნეჟკოვს ბრალს სდებენ ტერორისტული ქმედებებისკენ მოწოდებებში, ექსტრემიზმისკენ მოწოდებებში, ასევე ვანდალიზმში, რომელიც მოტივირებულია პოლიტიკური სიძულვილით.
„ლუბაც დააკავეს. მე-10 კლასს დაამთავრებს წინასწარი დაკავების იზოლატორში“, - განაცხადა სნეჟკოვმა.
ლუბოვ ლიზუნოვა და ალექსანდრ სნეჟკოვი ეფ-ეს-ბეს თანამშრომლებმა ჩიტაში 2022 წლის ოქტომბრის ბოლოს დააკავეს. შემდეგ სასამართლომ ახალგაზრდები ხელწერილით, ქალაქიდან გაუსვლელობის პირობით გაათავისუფლა.
2022 წლის 10 დეკემბერს „როსფინმომიტორინგმა“ ისინი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანა. 2023 წლის იანვარში ცნობილი გახდა, რომ სნეჟკოვი ომსკის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს.