დღეს, 23:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე საახალწლო კონცერტი გაიმართება. კონცერტისთვის სცენის დამონტაჟება დასრულებულია.
კონცერტში მონაწილეობას ქართული ესტრადის ვარსკვლავები მიიღებენ. ღონისძიება ორ ნაწილად ჩატარდება.
პირველი ნაწილი ქართულ ქალაქურ სიმღერებს დაეთმობა.
ბოლო გენერალური რეპეტიცია წუხელ გვიანობამდე გაგრძელდა.
როგორც თბილისის მერიის სოცილაური მომსახურებისა და კულტურის სამსახურის უფროსის მოადგილემ ნეკა სებისკვერაძემ განაცხადა, კონცერტის სამზადისში დაახლოებით 150 ადამიანია ჩართული.