აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შვეიცარიაში „მშვიდობის სამიტს“ დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას შვეიცარიული მედია ავრცელებს.
Bloomberg-ის ინფორმაციით, კონფერენცია, სავარუდოდ, 16-17 ივნისს გაიმართება.
Bloomberg-ის ცნობით, „მშვიდობის სამიტი“, რომლის მასპინძლობასაც შვეიცარია უკრაინის თხოვნით დათანხმდა, ივნისის შუა რიცხვებში ჩატარდება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია რამდენი სახელმწიფოს ლიდერი დაესწრება.
მოსალოდნელია, რომ შვეიცარიაში გასამართ „მშვიდობის სამიტზე“ 100-მდე სახელმწიფოს მიიწვევენ, რომელთა უმეტესობა ე.წ. გლობალური სამხრეთიდან იქნება.
იანვარში შვეიცარიაში 80-ზე მეტი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე უკრაინაში მშვიდობის ფორმულა განიხილეს.
შეხვედრა ეფუძნებოდა ვოლოდიმირ ზელენსკის 10-პუნქტიან წინადადებას ომის დასრულების შესახებ. უკრაინა ითხოვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და რუსული ჯარების სრულ გაყვანას ქვეყნის ტერიტორიიდან.