რუსეთის აგრესიული პოლიტიკით გამოწვეული საფრთხის ფონზე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ბუნდესტაგს მოუწოდა გამოიყოს დამატებითი საბიუჯეტო სახსრები უსაფრთხოების პოლიტიკისთვის, მათ შორის უკრაინის მხარდაჭერისთვის.
”ევროპის უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა”, - ხაზგასმით აღნიშნა მან. მისივე განცხადებით, პუტინის სამხედრო კამპანია თუ არ შეჩერდება უკრაინაში, ის პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების ზღურბლთან აღმოჩნდება. "თუ უკრაინა ახლა შეწყვეტს თავის დაცვას, მაშინ დასრულდება უკრაინის არსებობა და არა ეს ომი. და ომი გაგრძელდება - თავდასხმებით სხვა ქვეყნებზე", - აღნიშნა ბერბოკმა
დეპუტატებთან სიტყვით გამოსვლისას ბერბოკმა გაიხსენა საკუთარი გამოცდილება ხარკოვში: „მე თვითონ ვიყავი იქ და მითხრეს: როცა განგაშის სიგნალი ჩაირთვებოდა, უნდა დამეთვალა 45-მდე დათუ ჯერ კიდევ ცოცხალი ვიქნებოდი, ეს ნიშნავდა იმას, რომ ყველაფერი კარგადაა. და მომავლშიც ასე იქნება, თუ ჩვენ არ გავაგრძლებთ უსაფრთხოების ზომების უზურუნველყოფას ხალხისთვის, თუ ჩვენ ვერ შევძლებთ გავაგრძელოთ იქ დამატებითი საჰაერო თავდაცვის მიწოდება“, - თქვა ბერბოკმა.
ბერბოკმა მოითხოვა კიევისთვის მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემის მიწოდება. მისი თქმით, იმის გამო, რომ გერმანია ვეღარ ახერხებს მათ საკუთარი მარაგებიდან მიწოდებას, ხორციელდება შესაბამისი შესაძლებლობების გამონახვა მთელ მსოფლიოში.
მისი თქმით, ეს ეხება არა მხოლოდ უკრაინის მხარდაჭერას, არამედ ევროპაში გადარჩენის გარანტიებს. „ჩვენი აღმოსავლეთ ევროპელი მეზობლების მხარდაჭერას, რომლებიც ჩვენს გვერდით იყვნენ, როცა გვჭირდებოდა - გერმანიის გაერთიანების დროს, მისი საერთაშორისო საზოგადოებაში დაბრუნების დროს. ახლა, გერმანიამ უნდა იმოქმედოს", - აღნიშნა ბერბოკმა