უკრაინული მედიის ცნობით, ხარკოვის ოლქზე რუსეთის იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 14 წლის გოგონა. დაშავდა კიდევ სამი მოქალაქე.
რუსებმა სოფლები ლიპცი და მალაია დანილოვკა დაბომბეს. ორი მართვადი ბომბი ჩამოაგდეს ვოლჩანსკში. დაშავებულებს შორის ერთი 16 წლის მოზარდია.
ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეჰ სინეგუბოვის განცხადებით, ცეცხლი გაუჩნდა მაღაზიას და აფთიაქს.
სინეგუბოვის ცნობით, ვოლჩანსკში დარტყმის შედეგად სრულად განადგურდა კლინიკა.
„დარტყმების შედეგად კლინიკა სრულად განადგურდა. ამ დროისთვის ცნობილია ერთი დაშავებულის შესახებ, 34 წლის კაცი მძიმე ჭრილობებით, სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული“, - განაცხადა სინეგიბოვმა.