რუსეთი ქართველების ხელით გვებრძვის, ერთმანეთს გვაძულებს და გვახოცინებს, დრო აღარ გვაქვს, გავერთიანდეთ და სწორ მხარეს დავდგეთ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოცეკვავე თეა დარჩია წერს.
„5 წელია , რაც 9 აპრილს, სისხლით მოპოვებულ თავისუფლებას ვიცავთ მახრჩობელა რუსეთისგან, რომელიც ხან მოგვიჭერს კისერში და ხან მოგვიშვებს, მაგრამ, მაიმც შემოხვეულია საქართველოს სხეულზე და არ გვიშვებს… როდემდე?!?! მაშინ ყველაფერი ნათელი იყო: თავისუფლების მოყვარე , ქართველი ერი და მონსტრი , ამაზრზენი კომუნისტური სუსეთი… ახლანდელი ბრძოლა , კი კიდევ უფრო საშიში და სულისშემძვრელია, რადგან სახეშეცვლილი კომუნისტური რუსეთი , ჩვენივე მემამულეების, ქართველების ხელით გვებრძვის, ერთმანეთს გვაძულებს და გვახოცინებს, ნუ გავახარებთ მტერს!!! გთხოვთ, გემუდარებით გონს მოეგეთ, დრო აღარ გვაქვს!!! გავერთიანდეთ და სწორ მხარეს დავდგეთ ერთად, ერთი საქმისთვის, საქართველოს საბოლოოდ გაერთიანებისა და თავისუფლებისთვის, აფხაზეთისთვის, სამაჩაბლოსთვის, 9 აპრილისთვის, მომავლისთვის, შვილები და შვილიშვილებისთვის“, - წერს თეა დარჩია.